უკრაინის შეიარაღებული ძალები თურქეთისგან ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს
loader

Breaking news

უკრაინის შეიარაღებული ძალები თურქეთისგან ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს

  • უკრაინის შეიარაღებული ძალები თურქეთისგან ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს

კიევი: უკრაინის და თურქეთის პრეზიდენტებმა ვლადიმერ ზელენსკიმ და რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სამხედრო-ფინანსური თანამშრომლობის შესახებ შეთანხებას მოაწერეს ხელი, რომლითაც უკრაინა თურქეთისგან დაახლოებით 36 მლნ დოლარს მიიღებს.

დოკუმენტი თურქული მხარის მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 200 მლნ თურქული ლირის (დაახლოებით 36 მლნ დოლარი) გამოყოფას ითვალისწინებს თურქული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შესაძენად.

"დღეს მიღებულია სამხედრო-ფინანსური თანამშრომლობის შესახებ მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომლითაც უკრაინული ჯარი თურქი პარტნიორებისგან ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს, მადლობას გიხდით ამისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე