ერაყს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს
loader

Breaking news

ერაყს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

  • ერაყს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

კიევი: ერაყის პრემიერ-მინისტრად მუჰამედ ალაუი დაინიშნა. მას ახალი მთავრობის ფორმირებისთვის ერთთვიანი ვადა მისცეს. მანამდე ალაუი ერაყის კომუნიკაციების სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ის ერაყის მთავრობას დროებით, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე უხელმძღვანელებს.

თავის გამოსვლაში ერაყის ახალმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თანამდებობას დატოვებს, თუ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები მინისტრების პორტფელების განაწილების პროცესში ჩაერევიან. 

ამასთან, ალაუიმ ერაყში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების მონაწილეებს მოუწოდა, არ შეწყვიტონ მიტინგები, ვიდრე მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

ერაყის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ადელ აბდელ მაჰდიმ თანამდებობა გასულ წელს მასობრივი აქციების ფონზე დატოვა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე