"უკრაინა მზადაა, აშშ-სთან უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის ახალი ფორმებისთვის"
loader

Breaking news

"უკრაინა მზადაა, აშშ-სთან უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის ახალი ფორმებისთვის"

  • უკრაინა მზადაა აშშ-სთან უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის ახალი ფორმებისთვის

კიევი: უკრაინა მზად არის აშშ-სთან უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის ახალი ფორმების განვითარებისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ კიევში, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის სუვერენიტეტის დაცვის კუთხით, აშშ მთავარი მოკავშირეა. 

"უკრაინა მზადაა ამერიკის შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის ახალი ფორმებისთვის. ამას ადასტურებს პირველად ისტორიაში Javelin-ის შესყიდვის შესახებ კონტრაქტი, ასევე საუბარი იყო უკრაინის საზღვაო-სამხედრო ძალების გაძლიერებაზე Island-ის კლასის კატერებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გამტკიცებაზე, სადაც ჩვენ მზად ვართ აუციელებლი შეიარაღების შესყიდვის საკითხი განვიხილოთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ უფრო აქტიურად ჩაერთვება აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და ყირიმის დეოკუპაციის პროცესში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უკრაინას გუშინ ეწვია, დღეს ისე უკვე შეხვდა  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ვადიმ პრისტაიკოს. შეხვედრაზე მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ აშშ დაეხმარება უკრაინას რუსეთის აგრესიის შეჩერებასა და ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე