"კიევში გამოვლენილი კორონავირუსი ჩინეთში გავრცელებული ვირუსის ტიპის არ არის"
loader

Breaking news

"კიევში გამოვლენილი კორონავირუსი ჩინეთში გავრცელებული ვირუსის ტიპის არ არის"

  • კიევში გამოვლენილი კორონავირუსი ჩინეთში გავრცელებული ვირუსის ტიპის არ არის

კიევში: გამოვლენილი კორონავირუსი არ არის ჩინეთში გავრცელებული ვირუსის ტიპის. ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს კიევის ლაბორატორიული ცენტრი აცხადებს.

უწყებაში არ აკონკრეტებენ, რა სახეობის კორონავირუსია დაფიქსირებული უკრაინის დედაქალაქში.

თავდაპირველად კიევის ლაბორატორიულმა ცენტრმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 67 ნიმუშის კვლევის შედეგად გამოვლენილია „ა“ტიპის გრიპის ოთხი შემთხვევა, რომელთაგან სამი – H1N1-ია, „ბ“ ტიპის გრიპის სამი შემთხვევა, ადენოვირუსის ორი შემთხვევა, ბოკავირუსის ერთი შემთხვევა, კორონავირუსის ერთი შემთხვევა და რინოვირუსის ერთი შემთხვევა.

ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის ახალი, აქამდე უცნობი ტიპით უკვე 81 ადამიანი გარდაიცვალა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე