კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა
loader

Breaking news

კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

  • კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

კიევი: მსოფლიო კალათბურთის ვარსკვლავი კობი ბრაიანტი 41 წლის ასაკში ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ბრაიანტი კერძო შვეულმფრენით მგზავრობდა, რომელმაც კატასტროფა კალიფორნიაში განიცადა.

მასთან ერთად, ბორტზე ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა. 

მომხდარის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

კალათბურთელს მეუღლე და ოთხი ქალიშვილი დარჩა.

კობი ბრაიანტმა თავისი 20-წლიანი კარიერა "ლოს ანჯელეს ლეიკერსში“ გაატარა და ხუთჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი. ბრაიანტი ცნობილია ასევე მრავალმილიონიანი სარეკლამო ხელშეკრულებებით, კერძოდ, ის თანამშრომლობდა Adidas-თან და Nike-თან.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე