კიევი: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი აცხადებს, რომ პირი, რომელიც თეირანთან უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებაშია დამნაშავე, დაკავებულია.
"ადამიანი, რომელმაც ირანში შეცდომით უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდო, საპყრობილეშია", - აღნიშნა ზარიფმა.
8 იანვარს ირანში უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც რეისს თეირანიდან კიევის მიმართულებით ასრულებდა. ბორტზე მყოფი 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი დაიღუპა.
დაღუპულთა შორის იყვნენ უკრაინის, ირანის, კანადის, შვედეთი, ავღანეთის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები.
11 იანვარს ირანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ თვითმფრინავი შეცდომით რუსული რაკეტებით ჩამოაგდეს.