ინტერპოლის ყოფილ ხელმძღვანელს ჩინეთში 13,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
loader

Breaking news

ინტერპოლის ყოფილ ხელმძღვანელს ჩინეთში 13,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

  • ინტერპოლის ყოფილ ხელმძღვანელს ჩინეთში 135 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

კიევი: ჩინეთის სასამართლომ ინტერპოლის ყოფილ ხელმძღვცანელს მენ ჰუნვეის დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის 13,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ასევე ორი მილიონი იუანის (290 ათასი დოლარი) ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

მენ ჰუნვეი ინტერპოლს 2016 წლის ნოემბრიდან ჩაუდგა სათავეში. 2017 წლის სექტემბერში ჩავიდა ჩინეთში, რის შემდეგაც მასთან კავშირი გაწყდა. 

ჩინეთის ხელისუფლებამ მოგვიანებით აღიარა, რომ მენ ჰუნვეი კორუფციის ბრალდებით დააკავა. 

ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე მენ ჰუნვეიმ დიდი რაოდენობით ქრთამის აღება აღიარა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე