ფილმმა "და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთში კინოდაჯილდოებაზე გაიმარჯვა, ლევან გელბახიანი კი საუკეთესო მსახიობად დასახელდა
loader

Breaking news

ფილმმა "და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთში კინოდაჯილდოებაზე გაიმარჯვა, ლევან გელბახიანი კი საუკეთესო მსახიობად დასახელდა

  • ფილმმა და ჩვენ ვიცეკვეთ შვედეთში კინოდაჯილდოებაზე გაიმარჯვა ლევან გელბახიანი კი საუკეთესო მსახიობად დასახელდა

თბილისი: ლევან აკინის ფილმმა "და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) შვედეთის მთავარ კინოდაჯილდოებაზე საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა, მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი ლევან გელბახიანი  საუკეთესო მსახიობად დაასახელეს, აკინი კი საუკეთესო სცენარისთვის დააჯილდოვეს.  

ფილმი ქართული კომპანიის Takes Film და შვედური კომპანიის French Quarter Film კოპროდუქციაა, რომლის პრემიერაც 16 მაისს კანის რიგით 72-ე კინოფესტივალზე გაიმართა.

"და ჩვენ ვიცეკვეთ“ კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციაში 25 ფილმს შორის მოხვდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე