ირანი უკრაინული თვითმფრინავის რუსული რაკეტებით ჩამოგდებას აღიარებს
loader

Breaking news

ირანი უკრაინული თვითმფრინავის რუსული რაკეტებით ჩამოგდებას აღიარებს

  • ირანი უკრაინული თვითმფრინავის რუსული რაკეტებით ჩამოგდებას აღიარებს

კიევი: უკრაინული ავიალაინერი თეირანში „ტორ ემ1“-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ორი რაკეტით ჩამოაგდეს, – ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ ტრაგედიასთან დაკავშირებულ მეორე წინასწარ ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში ადასტურებენ, რომ „ბოინგ 737“-ს მოკლე მანძილზე მოქმედი „მიწა-ჰაერის“ ტიპის ორი რაკეტა მოხვდა.

რაკეტები უკრაინული ავიალაინერის მიმართულებით ჩრდილოეთის მიმართულებიდან გაუშვეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავმა ირანის დედაქალაქთან კატასტროფა 8 იანვარს განიცადა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 176 ადამიანი, მათ შორის, უკრაინის, ირანის, კანადის, შვედეთის, ავღანეთის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები.

11 იანვარს ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა აღიარა, რომ თვითმფრინავი საჰაერო თავდაცვის სისტემამ შეცდომით ჩამოაგდო. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე