ჩინეთში უცნობი ვირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლენილია დაავადების 139 ახალი შემთხვევა
loader

Breaking news

ჩინეთში უცნობი ვირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლენილია დაავადების 139 ახალი შემთხვევა

  • ჩინეთში უცნობი ვირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა გამოვლენილია დაავადების 139 ახალი შემთხვევა

კიევი: ჩინეთში ახალი ვირუსით ინფიცირების 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამ დროისთვის კორონავირუსის უკვე 200-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.

დაღუპულია სამი ადამიანი. საავადმყოფოებში რჩება 170 ადამიანი, მათგან 35-ის მდგომარეობა მძიმეა, 9 კი კრიტიკულ მდგომარეობაშია. 

ჩინეთში უცნობი წარმომავლობის პნევმონიის ეპიდემია დეკემბერში დაიწყო. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი გახდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაფრთხილების შესაბამისად იაპონია, ტაილანდი, კორეა, სინგაპური, მალაიზია, ჰონგ-კონგი ჩინეთის ცენტრალურ ქალაქ უხანიდან ჩამსვლელებს აეროპორტში სკრინინგს უტარებენ, ანალოგიური ზომები მიიღო აშშ-ის ხელისუფლებამ სან-ფრანცისკოს, ლოს-ანჯელესის და ნიუ-იორკის აეროპორტებში.

ახალი ვირუსიც კორონავირუსების იმავე ოჯახიდანაა, როგორც მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (მმრს), რომელმაც 2002-2003 წლებში, მსოფლიოს მასშტაბით 800-მდე ადამიანი იმსხვერპლა. მაშინაც ეპიდემიის გავრცელება ჩინეთიდან დაიწყო.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 60-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა