თეირანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულ უკრაინელთა ცხედრები სამშობლოში გადაასვენეს
loader

Breaking news

თეირანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულ უკრაინელთა ცხედრები სამშობლოში გადაასვენეს

  • თეირანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულ უკრაინელთა ცხედრები სამშობლოში გადაასვენეს

კიევი: ირანში უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების დროს დაღუპულ უკრაინელთა ცხედრები სამშობლოში გადაასვენეს.

დაღუპულებთან გამოსამშვიდობებელი ცერემონიალი "ბორისპოლის" საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარეობს.

უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი თეირანში 8 იანვარს ჩამოვარდა. დაიღუპა 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი. დაღუპულთა შორის 11 უკრაინელის მოქალაქე იყო.

ავიაკატასტროფას ასევე ემსხვერპლა ირანის, კანადის, შვედეთის, ავღანეთის, დიდი ბრიტანეთის და გერმანიის მოქალაქეები.

11 იანვარს ირანის პრეზიდენტმა აღიარა, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი ირანის სამხედრო ძალებმა შეცდომით ჩამოაგდეს.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე