იემენში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 60 სამხედრო დაიღუპა
loader

Breaking news

იემენში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 60 სამხედრო დაიღუპა

  • იემენში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 60 სამხედრო დაიღუპა

კიევი: იემენის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მარიბის საწვრთნელ ბანაკზე ჰუსიტების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად 60 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, დაჭრილია ათეულობით ადამიანი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდასხმა ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით განხორციელდა. ასევე თავდასხმა განხორციელდა ბანაკის შიგნით მდებარე მეჩეთებზე მაშინ, როდესაც ჯარისკაცები ლოცულობდნენ. 

მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ აუღიათ ჰუსიტების წარმომადგენლებს.

იემენში კონფლიქტი 2014 წელს დაიწყო. ქვეყნის მთავრობას ირანის მიერ მხარდაჭერილი ამბოხებული ჰუსიტები დაუპირისპირდნენ. კონფლიქტში მალევე საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია ჩაერთო, რომელიც იემენის ხელისუფლებას ავიაიერიშებით ეხმარება. 

ჰუსიტები დედაქალაქ სანას და სხვა დიდი ქალაქების უმეტესობას აკონტროლებენ და ირანთან კავშირს უარყოფენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე