ზელენსკი გონჩარუკს - გადავწყვიტე, მოგცეთ შანსი
loader

Breaking news

ზელენსკი გონჩარუკს - გადავწყვიტე, მოგცეთ შანსი

  • ზელენსკი გონჩარუკს - გადავწყვიტე მოგცეთ შანსი

კიევი: უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი პრემიერ-მინისტრ ალექსეი გონჩარკუს შეხვდა, რომელმაც დღეს მას გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა.

ზელენსკიმ აღნიშნული განცხადება არ დააკმაყოფა და გონჩარუკს მიმართა, რომ გადაწყვიტა, რომ მას და მის კაბინეტს შანსი მისცეს.

"გადავწყვიტე მოგცეთ შანსი თქვენ და თქვენს მთავრობას, თუ თქვენ რამდენიმე საკითხს გადაჭრით, რომელიც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია და აღელვებს ჩვენ საზოგადოებას. ახლა სახელმწიფოს ეკონომიკურად და პოლიტიკურად შერყევის დროს არ არის", - განაცხადა ზელენსკიმ.

ალექსეი გონჩარუკმა გადაგომის შესახებ განცხადება 17 იანვარს, მას შემდეგ გააკეთა, რაც ეკონომიკური ბლოკის მაღალჩინოსნებთან მისი საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ეკონომიკაში ვერ ერკვევა. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

უკრაინის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა