კიევი: ერაყში, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზაზე თავდასხმის შედეგად 11 ამერიკელი სამხედრო დაშავდა.
ჯარისკაცებს ტვინის შერყევა აღენიშნებათ და ისინი ამ დრომდე დაკვირვების ქვეშ არიან.
დაშავებული ჯარისკაცები გერმანიასა და ქუვეითში გადაიყვანეს.
ირანმა ერაყში ამერიკის ორ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა 12 იანვარს მას შემდეგ განახორციელა, რაც ამერიკამ ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლა.
ავიერიშის შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად არც ერთი ამერიკელი სამხედრო არ დაშავებულა.