უკრაინის პოლიციამ აშშ-ის ყოფილ ელჩის მიმართ სავარაუდო თვალთვალის საქმეზე გამოძიება დაიწყო
loader

Breaking news

უკრაინის პოლიციამ აშშ-ის ყოფილ ელჩის მიმართ სავარაუდო თვალთვალის საქმეზე გამოძიება დაიწყო

  • უკრაინის პოლიციამ აშშ-ის ყოფილ ელჩის მიმართ სავარაუდო თვალთვალის საქმეზე გამოძიება დაიწყო

კიევი: უკრაინის პოლიციამ აშშ-ის მიერ კიევში ქვეყნის ყოფილ ელჩ მარი იოვანოვიჩზე სავარაუდო თვალთვალის საკითხზე გამოძიება დაიწყო.  

ამის შესახებ ბრიფინგზე საერთაშორისო თანამშრომლობისა და ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ დენის ლენეცმა განაცხადა.

საქმის აღძვრის საბაბი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადვოკატის თანაშემწის ლევ პარნასისი მიერ კონგრესისთვის წარდგენილი მასალა გახდა, რომელიც ბადებს ეჭვს იმის შესახებ, რომ იოვანოვიჩს უთვალთვალებდნენ. კერძოდ, პარნასის და რესპუბლიკური პარტიის წევრის რობერტ ჰაიდის მიმოწერიდან ირკვევა, რომ პარნასს ელჩის გადაადგილების შესახებ აწვდიდნენ ინფორმაციას. 

ამასთან, პარნასი და რუდი ჯულიანი მიმოწერაში იოვანოვიჩის თანამდებობიდან გათავისუფლებაზეც მსჯელობდნენ. როგორც პარნასმა ინტერვიუში განაცხადა, ამის საბაბი ის იყო, რომ იოვანოვიჩი ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უკრაინის ხელისუფლებაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე გამოძიების დაწყების მიზნით ზეწოლის განხორციელებას ხელს უშლიდა. მან ასევე დასძინა, რომ დონალდ ტრამპმა უკრაინაში მისი საქმიანობის შესახებ ინფორმირებული იყო. 

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-ის შიდა საქმეებში ჩარევას არ ცდილობდნენ, თუმცა პარნასის მასალები უკრაინის კანონის და ვენის დიპლომატიური ურთიერთობების კონვენიის დარღვევის შესახებ ინფორმაციას შეიცავს. კიევმა გამოძიებაში მონაწილეობა აშშ-ის წარმომადგენლებსაც შესთავაზა. 

მანამდე პარნასმა აშშ-ის კონგრესს ტრამპის იმპიჩმენტის საქმის ფარგლებში ტრამპის მიერ ზელენსკიზე ზეწოლის მტკიცებულებები გადასცა.  აშშ-ის სასამართლო პარნასს ტრამპის საარჩევნო კამპანიის უცხოური სახსრების გამოყენებით დაფინანსებას ედავება. 

15 იანვარს აშშ-ის კონგრესმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხში სენატს გადასცა. პროცესზე ბრალდების მხარეს დემოკრატი ადამ შიფი უხელმძღვანელებს. მოსმენები შემდეგ კვირაში დაიწყება. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე