"ირაკლი შოთაძეს იურისტთა წრეებში აქვს მაღალი რეპუტაცია, მის სახელს უკავშირდება სამართლიანობის აღდგენის კუთხით არაერთი საქმის გამოძიება"
loader

Breaking news

"ირაკლი შოთაძეს იურისტთა წრეებში აქვს მაღალი რეპუტაცია, მის სახელს უკავშირდება სამართლიანობის აღდგენის კუთხით არაერთი საქმის გამოძიება"

  • ირაკლი შოთაძეს იურისტთა წრეებში აქვს მაღალი რეპუტაცია მის სახელს უკავშირდება სამართლიანობის აღდგენის კუთხით არაერთი საქმის გამოძიება

თბილისი: ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ირაკლი შოთაძე ასოცირდება სამართლიანობის აღდგენის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი საქმეების გახსნასთან, ასოცირდება უკანონოდ ჩამორთმეული ქონებების დაბრუნებასთან და თუკი ადამიანი ასოცირდება სამართლიანობის აღდგენასთან, თუკი ადამიანს ახასიათებსმნიშვნელოვანი თვისება , რომ საზოგადოების ინტერესების შესაბამისად მოქმედებს და არის დანაშაულთან შეუპოვარი მებრძოლი, ეს არის ის მახასიათებლები, რომლის გამოც მე ამ ადამიანს მხარს დავუჭერ,- ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. 

როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს,  ირაკლი შოთაძე იურისტთა წრეებში მაღალი რეპუტაციით სარგებლობს. 

"ირაკლი შოთაძეს იურისტთა წრეებში  საკმაოდ მაღალი რეპუტაცია აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურის  სისტემას მის მიმართ აქვს საკმაოდ ობიექტური ნდობა, ვინაიდან ეს ადამიანი გახლავთ პროფესიონალი, მის სახელს უკავშირდება ძალიან ბევრი გახმაურებული საქმის გახსნა, მის სახელს უკავშირდება სამართლიანობის აღდგენის კუთხით არაერთი საქმის გამოძიება. შესაბამისად, არის ობიექტური  მოცემულობა, რომელი მოცემულობითაც იგი არის პროფესიონალი. ძალიან მნიშვნელოვანი, რომლითაც ჩვენს საზოგადოებას ირაკლი შოთაძემ თავი დაამახსოვრა, ეს მისი ღირსეული ნაბიჯია, როდესაც მან თანამდებობა დატოვა.  მისთვის საზოგადოების აზრი, საზოგადოების  განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. დაველოდოთ პროცედურებს, როგორც ეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია - ჯერ პროცესი უნდა წარიმართოს საპროკურორო საბჭოში, საპროკურორო საბჭო იმსჯელებს კანდიდატურებზე  და შემდგომ უკვე პროცესი გაგრძელდება საქართველოს  პარლამენტში,  როდესაც საპროკურორო საბჭო წარუდგენს კონკრეტულ კანდიდატურას. მე ვიხელმძღვანელებ ამ კრიტერიუმებით - ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანი ასოცირდება სამართლიანობის აღდგენის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი საქმეების გახსნასთან, ასოცირდება უკანონოდ ჩამორთმეული ქონებების დაბრუნებასთან და თუკი ადამიანი ასოცირდება სამართლიანობის აღდგენასთან, თუკი ადამიანს ახასიათებს ის მნიშვნელოვანი თვისება , რომ საზოგადოების ინტერესების შესაბამისად მოქმედებს და დანაშაულთან შეუპოვარი მებრძოლია, რა თქმა უნდა  მე ამ ადამიანს მხარს დავუჭერ”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი  თქმით, ირაკლი შოთაძის ღირსებაა ის, რომ როგორც კი საზოგადოებაში გარკვეული განწყობები გაჩნდა, მან ბევრი არ იფიქრა და პოზიცია დატოვა. 

"აქ ჩანს ზუსტად ამ ადამიანის ღირსება ,რომ როგორც კი საზოგადოებაში გაჩნდა გარკვეული განწყობა, მან ბევრი არ იფიქრა  და დატოვა პოზიცია , მიუხედავად იმისა, რომ  მას შეეძლო გაეგრძელებინა . ეს ნიშნავს ძალიან დიდ პასუხისმგებლობის გრძნობას. ჩვენ მოვისმინეთ ზაზა სარალიძის პოზიცია და ძალიან მნიშვნელოვანია,რომ სწორედ ამ ადამიანს აქვს ნდობა ირაკლი შოთაძის მიმართ და ეს უკვე ბევრის მანიშნებელია“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე