"ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს დავუჭერ, გუნდიც ამ აზრზე იქნება, რადგან ის არის ღირსეული და პროფესიონალი კაცი"
loader

Breaking news

"ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს დავუჭერ, გუნდიც ამ აზრზე იქნება, რადგან ის არის ღირსეული და პროფესიონალი კაცი"

  • ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს დავუჭერ გუნდიც ამ აზრზე იქნება რადგან ის არის ღირსეული და პროფესიონალი კაცი

თბილისი: გუნდის სახელით ჯერ ვერ ვილაპარაკებ, ჩემს პირად პოზიციას გეტყვით, თუმცა არ მგონია, რომ გუნდს განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს. თუ საპროკურორო საბჭო ირაკლი შოთაძის კანდიდატურას წარმოადგენს, მე მას მხარს დავუჭერ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

"ჩემი აზრით, გუნდიც ამ აზრზე იქნება იმიტომ, რომ ეს არის ღირსეული და პროფესიონალი კაცი. თავის დროზე, ასევე ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო. თუ ვიღაცას მაინც უჩნდებოდა მის მიმართ კითხვა, რომ ის ხელს შეუშლიდა ხორავას ქუჩის საქმეზე გამოძიებას, მან მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება. თავისი გზავნილით თქვა, რომ ყველა სკამი არის დროებითი და თანამდებობის დატოვება პრობლემას არ წარმოადგენს. როდესაც იქ ყველაფერი გარკვეულია, როდესაც გამოძიება მიდის და კითხვის ნიშნები პრაქტიკულად აღარ არსებობს, მან, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ ისევ იყოს გენერალური პროკურორობის კანდიდატი. როგორც ღირსეულს და თავისი საქმის პროფესიონალს, მე მას მხარს დავუჭერ", - განაცხადა მდინარაძემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე