ავსტრალიის აღმოსავლეთით გაწვიმდა
loader

Breaking news

ავსტრალიის აღმოსავლეთით გაწვიმდა

  • ავსტრალიის აღმოსავლეთით გაწვიმდა

კიევი: ავსტრალიაში გაწვიმდა. ქვეყნის აღმოსავლეთით რამდენიმე შტატში ერთდროულად გაწვიმდა, რაც ხელისუფლების განცხადებით, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ხანძრის ჩაქრობის პროცესში.

გავრცელებული ინფორმაციით, წვიმს ახალი სამხრეთ უელსის შტატში, სადაც ხანძრის 30 კერა ფიქსირდება.

სინოპტიკოსების თქმით, ქვეყნის აღმოსავლეთ შტატებში წვიმა რამდენიმე დღე გაგრძელდება.

ტყის ხანძრები ავსტრალიაში გასული წლის სექტემბრიდან მძვინვარებს. სტიქიას 28 ადამიანი ემსხვერპლა, 2000-ზე მეტი სახლი კი ხანძარმა გაანადგურა. ახალი სამხრეთ უელსის შტატში ტყის ხანძრებს დაახლოებით ნახევარი მილიარდი გარეული ცხოველი ემსხვერპლა. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე