"არ შეიძლება სერიოზულად საუბარი კვლევაზე, რომელიც 30%-ით სცდება რეალობას"
loader

Breaking news

"არ შეიძლება სერიოზულად საუბარი კვლევაზე, რომელიც 30%-ით სცდება რეალობას"

  • არ შეიძლება სერიოზულად საუბარი კვლევაზე რომელიც 30-ით სცდება რეალობას

თბილისი: "არ შეიძლება სერიოზულად ვილაპარაკოთ კვლევაზე, რომელიც სულ რაღაც 30 პროცენტით სცდება ხოლმე რეალობას", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ NDI-ის ახალი კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა. 

მისივე თქმით, 2016 წლის მარტის კვლევაში "ქართულ ოცნებას" 15% ჰქონდა, თუმცა არჩევნებზე 49% აიღო. 

"თუ გამოვალთ შესაბამისი ლოგიკიდან, გამოდის, რომ დღევანდელი მონაცემით, 2020-ში 60%-ზე მეტს აიღებს "ქართული ოცნება". ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ შეიძლება ნამდვილად ასე მოხდეს. სამწუხაროდ, საკმაოდ ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია ისევ ჯიუტად CRRC-ის ატარებინებს კვლევებს. სერიოზულად ამ კვლევის დეტალებზე არ შეიძლება საუბარი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე