ინდონეზიის ორი კუნძული წყალქვეშ აღმოჩნდა
loader

Breaking news

ინდონეზიის ორი კუნძული წყალქვეშ აღმოჩნდა

  • ინდონეზიის ორი კუნძული წყალქვეშ აღმოჩნდა

კიევი: ინდონეზიის სამხრეთ სუმატრას პროვინციის ორი დაუსახლებელი კუნძული გლობალური დათბობის შედეგად ოკეანის დონის მატების გამო, მთლიანად წყლით დაიფარა.

ადგილობრივი გარემოსდამცველი ორგანიზაციის ცნობით, კუნძულები ბეტეტი და გუნდული ამჟამად ზღვის დონის ქვემოთ იმყოფებიან. კუნძულ ბეტეტზე ინდონეზიის ეროვნული ნაკრძალი მდებარეობდა.

ორგანიზაცია „გარემოს დაცვის ფორუმის“ წარმომადგენელი ჰაირულ სობრი აცხადებს, რომ გაქრობის საფრთხე სამხრეთ სუმატრას პროვინციაში შემავალ კიდევ ოთხ კუნძულს ემუქრება, მათგან ერთ-ერთი დასახლებული კუნძულია.

ინდონეზია მსოფლიოში უმსხვილეს არქიპელაგზე მდებარეობს, რომელშიც 18 ათასამდე კუნძული შედის.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე