ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 82% უჭერს მხარს, ნატო-ში გაწევრიანებას - 74%
loader

Breaking news

ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 82% უჭერს მხარს, ნატო-ში გაწევრიანებას - 74%

  • ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 82 უჭერს მხარს ნატო-ში გაწევრიანებას - 74

თბილისი: საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი ოთხი პროცენტით არის გაზრდილი და 82 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი.

კითხვაზე – მისაღებია თუ არა საქართველოს გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 82 პროცენტი აცხადებს, რომ მისაღებია, ხოლო 10 პროცენტისთვის მიუღებელია, რვა პროცენტმა კი არ იცის.

წინა კვლევის მონაცემებით, რომელიც 2019 წლის ივლისის პერიოდს მოიცავდა, ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერთა მაჩვენებელი 78 პროცენტი იყო, მოწინააღმდეგეთა კი 14 პროცენტი.

რაც შეეხება ნატო-ს, კითხვაზე – მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, გამოკითხულთა 74 პროცენტი აცხადებს, რომ მისაღებია. მიუღებელია 14 პროცენტისთვის, ხოლო 11-მა პროცენტმა არ იცის.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე