გამოკითხულთა 32% აზრით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ყველაზე მეტ ხმას "ქართული ოცნება“ მიიღებდა
loader

Breaking news

გამოკითხულთა 32% აზრით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ყველაზე მეტ ხმას "ქართული ოცნება“ მიიღებდა

  • გამოკითხულთა 32 აზრით ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს ყველაზე მეტ ხმას ქართული ოცნება მიიღებდა

თბილისი: "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 32 პროცენტის აზრით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს ყველაზე მეტ ხმას „ქართული ოცნება“ მიიღებდა.

კითხვაზე, „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, თქვენი აზრით ვინ მიიღებდა ყველაზე მეტ ხმას“, პასუხები შემდეგნაირია: „ქართული ოცნება“  – 32 პროცენტი, „არ ვიცი“ – 14 პროცენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  – 14 პროცენტი, „უარი პასუხზე“ – 12 პროცენტი, „არცერთი“  – 11 პროცენტი, „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ – 6 პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“ – 3 პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია“ – 2 პროცენტი, „პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო“ – 2 პროცენტი, „გირჩი“ – 1 პროცენტი, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ – 1 პროცენტი, „სხვა“ – 1 პროცენტი.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე