ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, რესპონდენტთა 65% მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა 56% არ იცის ვის მისცემდა ხმას
loader

Breaking news

ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, რესპონდენტთა 65% მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა 56% არ იცის ვის მისცემდა ხმას

  • ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს რესპონდენტთა 65 მიიღებდა მონაწილეობას თუმცა 56 არ იცის ვის მისცემდა ხმას

თბილისი: ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, რესპონდენტთა 65 პროცენტი მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა 56 პროცენტმა არ იცის ვის მისცემდა ხმას. 

33 პროცენტი აცხადებს, რომ ხმას იმავე პარტიას მისცემდა, ვისაც 2016 წელს დაუჭირა მხარი.

კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს „CRRC-საქართველო“. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე