გამოკითხულთა დიდი ნაწილი მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიას ვერ ასახელებს
loader

Breaking news

გამოკითხულთა დიდი ნაწილი მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიას ვერ ასახელებს

  • გამოკითხულთა დიდი ნაწილი მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიას ვერ ასახელებს

თბილისი: ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის დიდი ნაწილი მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიას ვერ ასახელებს. 

19 პროცენტი ასეთ პარტიად “ქართულ ოცნებას” ასახელებს, 13 პროცენტი - “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, 7 პროცენტი - “ევროპულ საქართველო - თავისუფალ დემოკრატებს”, 6 პროცენტი - “ლეიბორისტულ პარტიას”, 5 პროცენტი - “პატრიოტთა ალიანსს”, 4 პროცენტი - “პოლიტიკურ პლატფორმა - ახალ საქართველოს”, ხოლო 3 პროცენტი - “დემოკრატიულ მოძრაობა - ერთიან საქართველოს”. 

კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს „CRRC-საქართველო“. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე