გამოკითხულთა 64% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს
loader

Breaking news

გამოკითხულთა 64% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს

  • გამოკითხულთა 64 მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს

თბილისი: გამოკითხულთა 30% საქართველოს მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 64% კი უარყოფითად. ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე