გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის
loader

Breaking news

გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის

  • გამოკითხულთა 53 მიიჩნევს რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის

თბილისი: ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)კვლევის მიხევდით, გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის.

კითხვაზე, არის თუ არა ქვეყანაში დემოკრატია, გამოკითხულთა 33% მიიჩნევს, რომ არის, 53% ფიქრობს, რომ არა, ხოლო 8% არ იცის.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი -13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე