პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს მოუსმენენ
loader

Breaking news

პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს მოუსმენენ

  • პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს მოუსმენენ

თბილისი: პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე დღეს სუს-ის თანამშრომლებს მოუსმენენ.

ჯგუფის ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი იქნება, მომხსენებელი კი, უწყების ანალიტიკური სამსახურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი საბედაშვილი. განხილვის მთავარი თემა ბოლო პერიოდის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებული პროცესებია.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, სუს-ის წარმომადგენლებთან კითხვები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ექნებათ.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს და შესაბამისად ეს მოსმენაც დაეთმობა იქ არსებული ვითარების განხილვას. იქ მიმდინარე პროცესები არის საფრთხის შემცველი როგორც საქართველოსთვის, ასევე ზოგადად რეგიონული უსაფრთხოებისთვის. შესაბამისად, გვექნება კითხვები, რომელსაც დავუსვამთ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

სხდომას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ და ფრაქცია „ევროპული საქართველო“ არ დაესწრება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე