დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში საბრალდებო დასკვნა სენატს გადაეცა
loader

Breaking news

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში საბრალდებო დასკვნა სენატს გადაეცა

  • დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში საბრალდებო დასკვნა სენატს გადაეცა

კიევი: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში საბრალდებო დასკვნა სენატს გადასცა. შესაბამის დოკუმენტს მანამდე წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ მოაწერა ხელი.

"დემოკრატიული პარტიის“ მიერ კონტროლირებად წარმომადგენელთა პალატაში გამართული კენჭისყრისას, საქმის სენატისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას 228 კანონმდებელმა მისცა ხმა, 193 კონგრესმენი წინააღმდეგი იყო.

წარმომადგენელთა პალატამ ასევე ბრალმდებელთა შემადგენლობა დაამტკიცა. ესენი არიან: წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე ადამ შიფი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ჯეროლდ ნადლერი, ადმინისტრაციულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი ზოი ლოფგრენი, ასევე კონგრესმენები ჰაკიმ ჯეფრისი, ვალ დემინგსი, ჯეისონ ქროუ და სილვია გარსია. ისინი სენატში იმპიჩმენტის პროცესზე წარმომადგენელთა პალატის ინტერესებს დაიცავენ.

"ვიმედოვნებთ, რომ პროცესი მომავალი კვირიდან დაიწყება", - აღნიშნა ნენსი პელოსმა.

დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში მესამე პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგაც იმპიჩმენტის პროცესი განხორციელდება.

ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დემოკრატებმა 2019 წლის ბოლოს დაიწყეს. ოპონენტები ტრამპს უკრაინელ კოლეგა ვლადიმერ ზელენსკიზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.

აშშ-ის პრეზიდენტი ბრალდებას უარყოფს და იმპიჩმენტის პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე