რუსეთის სახელმწიფო სათათბირო პრემიერად მიხაილ მიშუსტინის კანდიდატურაზე დღეს იმსჯელებს
loader

Breaking news

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო პრემიერად მიხაილ მიშუსტინის კანდიდატურაზე დღეს იმსჯელებს

  • რუსეთის სახელმწიფო სათათბირო პრემიერად მიხაილ მიშუსტინის კანდიდატურაზე დღეს იმსჯელებს

თბილისი: რუსეთის სახელმწიფო სათათბირო დღეს პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვლადიმერ პუტინის მიერ წარდგენილ ფედერალური საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელის მიხაილ მიშუსტინის კანდიდატურას განიხილავს.

რეგლამენტის თანახმად, პრემიერობის კანდიდატმა დუმის წევრებს მომავალი მთავრობის საქმიანობის პროგრამა უნდა წარუდგინოს.

რუსეთის პარლამენტის სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, პლენარულ სხდომამდე დეპუტატებს მიშუსტინისთვის კითხვის დასმის საშუალება ექნება.

რუსეთის მთავრობა პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის ხელმძღვანელობით მას შემდეგ გადადგა, რაც ვლადიმერ პუტინმა ფედერალური კრებისადმი მიმართვაში საკონსტიტუციო ცვლილებები დააანონსა.

მიხაილ მიშუსტინი რუსეთის ფედერალურ საგადასახადო სამსახურს 2010 წლიდან ხელმძღვანელობს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

ვლადიმერ პუტინის მიერ ფედერალური კრებისადმი მიმართვის შემდეგ დიმიტრი მედვედევი თანამდებობიდან გადადგა