უკრაინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას უბრუნდება
loader

Breaking news

უკრაინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას უბრუნდება

  • უკრაინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას უბრუნდება

კიევი: უკრაინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას უბრუნდება. შესაბამის გადაწყვეტილებას უკრაინის უმაღლესი რადა მიმდინარე კვირაში მიიღებს.

ასამბლეაში უკრაინული დელეგაციის წევრის, დეპუტატ ალექსეი გონჩარენკოს განცხადებით, რადის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტი გადაწყვეტილებას მხარს დღეს დაუჭერს. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უახლოესი სესია სტრასბურგში 27 იანვარს გაიხსნება.

ევროსაბჭოში რუსეთს ხმის უფლება 2014 წლიდან, ყირიმის ანექსიის გამო ჰქონდა ჩამორთმეული. ჩამორთმეული უფლების გამო, რუსეთი წლების განმავლობაში ევროსაბჭოში საწევროს გადასახადსაც კი არ იხდიდა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კი გასული წლის 26 ივნისს რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება აღიარა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, რომელსაც 116 მომხრე და 16 წინააღმდეგი ჰყავდა, რუსეთის სათათბიროს წევრები საპარლამენტო ასამბლეაზე სრულფასოვან მუშაობას დაუბრუნდნენ. ამის შემდეგ უკრაინულმა და ქართულმა დელეგაციებმა პროტესტის ნიშნად ასამბლეის სესიაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე