სტამბოლში ქართველი და უკრაინელი ფალავნების ჭიდაობა ჩხუბით დასრულდა
loader

Breaking news

სტამბოლში ქართველი და უკრაინელი ფალავნების ჭიდაობა ჩხუბით დასრულდა

  • სტამბოლში ქართველი და უკრაინელი ფალავნების ჭიდაობა ჩხუბით დასრულდა

თბილისი: სტამბოლში მიმდინარე ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირზე ქართველი და უკრაინელი ფალავნების ჭიდაობა ჩხუბით დასრულდა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურაბ ერბოწონაშვილს 79 კგ წონით კატეგორიაში ფინალში გასვლის კარგი შანსი ჰქონდა – ქართველი მოჭიდავე უკრაინის წარმომადგენელ ზაკარიევს 8:5 ამარცხებდა, თუმცა შეხვედრის ბოლო წამებზე მეტოქემ აკრძალული ხერხების გამოყენება დაიწყო, შემდეგ უხეშობაზე გადავიდა, ბოლოს კი ერბოწონაშვილს სახეში დაარტყა, რაზეც ქართველმაც უპასუხა.

ხალიჩაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გიორგი იანტბელიძეც ავიდა და ორი ფალავნის დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა.

საბოლოოდ ორივე სპორტსმენი ასპარეზობიდან მოიხსნა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე