კიევი: თეირანში სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ირანში დიდი ბრიტანეთის ელჩი რობერტ მაკეირი დააკავეს.
ელჩი რამდენიმესაათიანი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა მის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია. დღეს მას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარებენ.
11 იანვარს ირანელი სტუდენტები თეირანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში შეიკრიბნენ, რათა ირანელი სამხედროების მიერ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდება გაეპროტესტებინათ. პოლიციის მტკიცებით, დიდი ბრიტანეთის ელჩი ფოტოებს იღებდა და უნივერსიტეტთან მდებარე ერთ-ერთი მაღაზიიდან მომიტინგეებს ხელმძღვანელობდა.
თეირანში აიათოლა ალი ხამენეის გადადგომას მოთხოვნით საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის მთავრობამ „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის „შეცდომით ჩამოგდება“ აღიარა. თეირანის ქუჩებში გამოსულები გამოძიების ჩატარებას და დამნაშავეების დასჯას და ქვეყნის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის გადადგომას მოითხოვდნენ.