კიევი: ირანელმა მაშველებმა იმ ადგილზე, სადაც უკრაინულმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, შავი ყუთები იპოვეს.
ირანის პროკურატურაში აცხადებენ, რომ ნაპოვნია ორივე შავი ყუთი.
წინასწარი ინფორმაციით, გამოირიცხა ტერაქტის ვერსია და გამოძიება ტექნიკური გაუმართაობის მიმართულებით მუშაობს, თუმცა უკრაინის ავიახაზები, რომლის კუთვნილმა თვითმფრინავმაც კატასტროფა განიცადა, აცხადებს, რომ ლაინერმა შემოწმება 6 იანვარს გაიარა და ასევე გამორიცხულია, პილოტების შეცდომა.
უკრაინული ავიაკომპანიის კუთვნილმა ლაინერმა ავიაკატასტროფა თეირანში აფრენიდან მალევე განიცადა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბოინგ-737-ის ბორტზე იმყოფებოდნენ ირანის -82, კანადის - 63, უკრაინის - 11, შვედეთის -10, ავღანეთის - 4, გერმანიის - და დიდი ბრიტანეთის 3 მოქალაქე. ყველა მათგანი დაიღუპა.