მიტროპოლიტი ეპიფანე ელოდება, რომ 2020 წელს უკრაინის ავტოკეფალიას კიდევ ოთხი ეკლესია, მათ შორის ქართული აღიარებს
loader

Breaking news

მიტროპოლიტი ეპიფანე ელოდება, რომ 2020 წელს უკრაინის ავტოკეფალიას კიდევ ოთხი ეკლესია, მათ შორის ქართული აღიარებს

  • მიტროპოლიტი ეპიფანე ელოდება რომ 2020 წელს უკრაინის ავტოკეფალიას კიდევ ოთხი ეკლესია მათ შორის ქართული აღიარებს

კიევი: უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მიტროპოლიტი ეპიფანე ელოდება, რომ 2020 წელს უკრაინის ავტოკეფალიას კიდევ ოთხი ეკლესია აღიარებს. 

მისივე თქმით, მიმდინარე წელს უკრაინის ეკლესიის აღიარების პროცესი გაგრძელდება.

"მე არ მსურს დეტალური საუბარი, თუმცა ეს ის ეკლესიებია, რომლებიც საჯაროდ მსჯელობენ ამაზე: რუმინული, კვიპროსული, ბულგარული და ქართული", - აღნიშნა მიტროპოლიტმა ეპიფანემ.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ მოსკოვს სურს შეაჩეროს ეს პროცესი, რაც ახლა ზოგადად მართლმადიდებლობაში ხდება, თუმცა ეპიფანემ იმედი გამოთქვა, რომ მართლმადიდებლური სამყარო კონსოლიდირდება და უკრაინია ავტოკეფალიის აღიარების საკითხში მონაწილეობას მიიღებს სამომავლოდ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე