გენერალ სოლეიმანის დაკრძალვის ცერემონიაზე 35 ადამიანი დაიღუპა
loader

Breaking news

გენერალ სოლეიმანის დაკრძალვის ცერემონიაზე 35 ადამიანი დაიღუპა

  • გენერალ სოლეიმანის დაკრძალვის ცერემონიაზე 35 ადამიანი დაიღუპა

კიევი: გენერალ ყასემ სოლეიმანის დაკრძალვის ცერემონიაზე ჭყლეტვაში 35 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა. ინფორმაციას ტელერადიოკორპორაცია  IRIB ავრცელებს.

ინციდენტი გენერლის მშობლიურ ქერმანის რეგიონში მოხდა.

ირანის სასწრაფო დახმარების ხელმძღვანელის თქმით, დაშავებულები სამედიცინო ცენტრებში არიან გადაყვანილი.

მისივე თქმით, მომხდარის დეტალები ირკვევა და დამატებითი ინფორმაცია გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი.

სოლეიმანი 3 იანვარს ერაყში მოკლეს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე