თურქეთმა ლიბიაში სამხედროები გაგზავნა
loader

Breaking news

თურქეთმა ლიბიაში სამხედროები გაგზავნა

  • თურქეთმა ლიბიაში სამხედროები გაგზავნა

კიევი: თურქი სამხედროები ლიბიისკენ დაიძრნენ, – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტელეკომპანია "სიენენ თურქის“ ეთერში განაცხადა.

"ჩვენი მიზანია ლიბიის კანონიერი ხელისუფლების მხარდაჭერა, რატომ არ უნდა წავიდეთ იქ, სადაც ლეგიტიმური ხელისუფლება ამას გვთხოვს?“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლიბიის მთავრობამ დახმარების მიზნით ოფიციალურ ანკარას თხოვნით მიმართა. საუბარია სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო მხარდაჭერაზე.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასული წლის 26 დეკემბერს განაცხადა, რომ ტრიპოლის თხოვნის შესაბამისად, ანკარა ლიბიაში ჯარს გაგზავნის. მეორე დღეს საერთაშორისო საზოგადოების მიერ მხარდაჭერილმა ლიბიის მთავრობამ თურქეთს სამხედრო დახმარებისთვის ოფიციალურად მიმართა. ჯარის ლიბია გაგზავნას მხარი თურქეთის პარლამენტმაც დაუჭირა. 4 იანვარს კი ლიბიის პარლამენტმა თურქეთთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ კანონპროექტი არ მიიღო. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

ლიბიამ თურქეთს სამხედრო მხარდაჭერის თხოვნით ოფიციალურად მიმართა
ტრამპი აცხადებს, რომ თურქეთის ჩარევა ლიბიაში სიტუაციას უფრო გაართულებს
ლიბიის პარლამენტმა თურქეთთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ კანონპროექტი არ მიიღო