ნატო ახლო აღმოსავლეთში გართულებული სიტუაციის გამო საგანგებო სხდომისთვის ემზადება
loader

Breaking news

ნატო ახლო აღმოსავლეთში გართულებული სიტუაციის გამო საგანგებო სხდომისთვის ემზადება

  • ნატო ახლო აღმოსავლეთში გართულებული სიტუაციის გამო საგანგებო სხდომისთვის ემზადება

კიევი: ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ირანელი გენერლის სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში გართულებული სიტუაციის გამო საგანგებო სხდომა მოიწვია.

სხდომაზე საუბარი ერაყში ნატო-ს წვრთნების შეწყვეტას და ბაღდადიდან ამერიკული ჯარის გაყვანის შესახებ ქვეყნის პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შეეხება.

საგანგებო სხდომა 6 იანვარს, 15:00 საათზე გაიმართება.

ერაყის პარლამენტმა დღეს მიიღო რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის ტერიტორიიდან უცხოელი სამხედროების გაყვანას გულისხმობს. 

ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი ბაღდადის აეროპორტში 3 იანვარს მოკლეს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

ბაღდადის აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმის დროს ირანელი გენერალი სოლეიმანი დაიღუპა
"სოლეიმანი დიდი ხნის წინ უნდა განეიტრალებულიყო, მან მოკლა ან დაჭრა ათასობით ამერიკელი"