"დასავლეთ აზიაში აშშ-ის ბოროტული ყოფნის დასასრული დაიწყო"
loader

Breaking news

"დასავლეთ აზიაში აშშ-ის ბოროტული ყოფნის დასასრული დაიწყო"

  • დასავლეთ აზიაში აშშ-ის ბოროტული ყოფნის დასასრული დაიწყო

კიევი: დასავლეთ აზიაში აშშ-ის მტრული ყოფნის დასასრული დაიწყო, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა განაცხადა, ამ კომენტარით ის აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ირანში მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ერაყელები თავისუფლების მხარდასაჭერად ქუჩებში ცეკვავენ და ზეიმობენ, რომ ირანელი გენერალი სოლეიმანი ლიკვიდირებულია".

"ამპარტავანმა ჯამბაზმა, რომელიც საკუთარ თავს დიპლომატად ასაღებს განაცხადა, რომ ერაყში ხალხი ცეკვავს. დღეს ასობით ათასმა ერაყელმა ძმამ და დამ მას პასუხი გასცა. დასავლეთ აზიაში აშშ-ის მტრული ყოფნის დასასრული დაიწყო", - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი ერაყში 3 იანვარს მოკლეს, რის შემდეგაც ახლო აღმოსავლეთში ვითარება დაიძაბა. სოლეიმანი ირანის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის „ალ-ქუდსის“ მეთაური იყო, რომელიც უცხოეთში სადაზვერვო და შეიარაღებული სპეცოპერაციების ჩატარებაზეა პასუხისმგებელი. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე