ხალიფა ჰაფთარმა ​ლიბიაში საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა
loader

Breaking news

ხალიფა ჰაფთარმა ​ლიბიაში საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა

  • ხალიფა ჰაფთარმა ლიბიაში საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა

კიევი: ლიბიაში ხალიფა ჰაფთარმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. ლიბიის ამბოხებული გენერლის ქმედება თურქეთის პარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც, ოფიციალური ანკარა ლიბიაში საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობას სამხედრო მხარდაჭერას გაუწევს და ქვეყანაში სამხედრო მოსამსახურეებს შეიყვანს. 

"ვიღებთ თურქეთის გამოწვევას და ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზაციას ნებისმიერი უცხო ჯარის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენ ქვეყანაში გამოიგზავნება", - განაცხადა ჰაფთარმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთის გადაწყვეტილება დახმარებასთან დაკავშირებით ტრიპოლის ოფიციალურ თხოვნას უკავშირდება.

2011 წელს, ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყანაში ძალაუფლების გადანაწილებისთვის იბრძვიან. ქვეყნის დასავლეთს, სადაც დედაქალაქი ტრიპოლი მდებარეობს, საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა მართავს. აღმოსავლეთ ნაწილს გენერალი ხალიფა ჰაფთარი აკონტროლებს, რომელსაც ტრიპოლის დაკავება სურს.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

თურქეთი ლიბიაში ჯარის გაგზავნის საკითხს იანვარში განიხილავს