ნიდერლანდებმა სახელწოდება "ჰოლანდიის“ გამოყენებაზე საბოლოოდ თქვა უარი
loader

Breaking news

ნიდერლანდებმა სახელწოდება "ჰოლანდიის“ გამოყენებაზე საბოლოოდ თქვა უარი

  • ნიდერლანდებმა სახელწოდება ჰოლანდიის გამოყენებაზე საბოლოოდ თქვა უარი

კიევი: 2020 წლის პირველი იანვრიდან ნიდერლანდებში სახელწოდება "ჰოლანდიის“ გამოყენება შეწყდა. 

ქვეყნის იმიჯის შეცვლის მიზნით კერძო კომპანიები, საელჩოები, სამინისტროები, სკოლები და უნივერსიტეტები მხოლოდ ოფიციალურ სახელწოდებას - ნიდერლანდებს გამოიყენებენ. 

მიღებული ზომა მიმართულია ექსპორტის, ტურიზმისა და სპორტის სტიმულირებისკენ. ნიდერლანდები გეგმავს ამ სახელის გამოყენებას იაპონიაში ოლიმპიურ თამაშებში და "ევროვიზია" 2020-ის კონკურსზე, რომელიც როტერდამში გაიმართება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიდერლანდებს სახელწოდება "ჰოლანდიის" გამოყენებაზე უარის თქმა სურს, გასული თვის ოქტომბერში გავრცელდა. 

რეფორმაზე ქვეყნის ბიუჯეტიდან 200 ათასი ევრო დაიხარჯა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე