ლიბიამ თურქეთს სამხედრო მხარდაჭერის თხოვნით ოფიციალურად მიმართა
loader

Breaking news

ლიბიამ თურქეთს სამხედრო მხარდაჭერის თხოვნით ოფიციალურად მიმართა

  • ლიბიამ თურქეთს სამხედრო მხარდაჭერის თხოვნით ოფიციალურად მიმართა

კიევი: ლიბიამ თურქეთს სამხედრო მხარდაჭერის თხოვნით ოფიციალურად მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, საერთაშორისოდ აღიარებულმა მთვარობამ ოფიციალურ ანკარას სამხედრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მხარდაჭერა მოწინააღმდეგეების მიერ დედაქალაქ ტრიპოლის დაკავებისთვის ხელის შეშლის მიზნით თხოვა.

26 დეკემბერს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის პარლამენტს ლიბიაში სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნის მოთხოვნით მიმართავს. როგორც თურქეთს პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ მანდატის საშუალებით ოფიციალურ ანკარას ტრიპოლის დასახმარებლად გაცილებით მეტი შესაძლებლობები ექნება.

2011 წელს ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყანაში ძალაუფლების გადანაწილებისთვის იბრძვიან. ქვეყნის დასავლეთს, სადაც დედაქალაქი ტრიპოლი მდებარეობს, საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა მართავს. აღმოსავლეთ ნაწილს გენერალი ხალიფა ჰაფთარი აკონტროლებს, რომელსაც ტრიპოლის დაკავება სურს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

თურქეთი ლიბიაში ჯარის გაგზავნის საკითხს იანვარში განიხილავს