თურქეთი ლიბიაში ჯარის გაგზავნის საკითხს იანვარში განიხილავს
loader

Breaking news

თურქეთი ლიბიაში ჯარის გაგზავნის საკითხს იანვარში განიხილავს

  • თურქეთი ლიბიაში ჯარის გაგზავნის საკითხს იანვარში განიხილავს

კიევი: თურქეთის პარლამენტი ლიბიაში ჯარის გაგზავნის საკითხს იანვრის დასაწყისში განიხილავს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯერ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ლიბიაში ჯარის გაგზავნის შესახებ კანონპროექტი თურქეთის პარლამენტის ზამთრის სესიის პირველი საკითხი იქნება.

”თურქეთი აგზავნის ჯარებს იქ, სადაც მას იწვევენ. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი მოთხოვნა იქნა მიღებული, ჩვენ გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს. თურქეთი უზრუნველყოფს ნებისმიერ აუცილებელ დახმარებას ლიბიის ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის, რომელიც გენერალ ხალიფა ჰაფტარის წინააღმდეგ იბრძვის", - განაცხადა ერდოღანმა.

2011 წელს, ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყანაში ძალაუფლების გადანაწილებისთვის იბრძვიან. ქვეყნის დასავლეთს, სადაც დედაქალაქი ტრიპოლი მდებარეობს, საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა მართავს. აღმოსავლეთ ნაწილს გენერალი ხალიფა ჰაფთარი აკონტროლებს, რომელსაც ტრიპოლის დაკავება სურს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე