ხელოვანები კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფას ითხოვენ
loader

Breaking news

ხელოვანები კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფას ითხოვენ

  • ხელოვანები კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფას ითხოვენ

თბილისი: საქართველოში მოღვაწე ხელოვანები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები  საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართავენ.

განცხადებაში, რომელსაც ხელოვანები აწერენ ხელს, ნათქვამია, რომ მსოფლიოსთვის საქართველო რეალურად საინტერესო და მიმზიდველი მისი უძველესი და თვითმყოფადი კულტურით არის.

"სწორედ ქართული კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა არის ის მთავარი ფაქტორი, რაც ასე იზიდავს ტურისტებს საქართველოში. სწორედ კულტურა არის ის ძირითადი სფერო, რითაც ასე ამაყები ვართ საერთაშორისო ასპარეზზე კინოსა და თეატრალურ ფესტივალებზე, ბიენალეებზე, არტექსპოებზე, კონკურსებსა და სხვა მრავალ უმაღლესი რანგის ღონისძიებაზე.

ისეთი სფეროების ერთ უწყებად გაერთიანებამ, როგორებიცაა განათლება და მეცნიერება, კულტურა და სპორტი მნიშვნელოვნად უკან დახია საქართველოში კულტურის განვითარების შესაძლებლობა, რადგან კულტურის სფეროში შემავალ ყველა დარგს თავის მხრივ მრავალი ინსტიტუციური, ფინანსური და იურიდიული პრობლემა აქვს მოსაწესრიგებელი. ქართული სახელმწიფოს დღევანდელი მძიმე მდგომარეობა გარკვეულწილად განპირობებულია საზოგადოებაში კულტურის დეფიციტით, საზოგადოება განიცდის სულიერ და კულტურულ კრიზისს, მის დაძლევაში კი უმნიშვნელოვანესი წვლილი უნდა შეიტანოს კულტურამ“, - აღნიშნულია მიმართვაში.

მიმართვას ხელს აწერენ: რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, მარინა ჯანაშია, ელდარ შენგელაია, ნიკოლოზ რაჭველი, კახი კავსაძე, ლია სტურუა, დათო ევგენიძე, ნანა ჯანელიძე, გოგი ალექსი-მესხიშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, თემო გოცაძე, ვალერი ასათიანი, გია ჯაფარიძე, ქეთი დოლიძე, გიორგი კალანდია, ნინო სუხიშვილი, ილიკო სუხიშვილი, ლაშა თაბუკაშვილი, ნიკუშა შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი, მირიან შველიძე, კოტე ფურცელაძე, ნანა ფაჩუაშვილი, ლელა ალიბეგაშვილი, პაატა გულიაშვილი, დავით დოიაშვილი, ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე, დავით უფლისაშვილი, მარინა კახიანი, ნინო არსენიშვილი, ნინო ნახუცრიშვილი, ჟანრი ლოლაშვილი, თათული დოლიძე, მანანა გამცემლიძე, შალვა მატუაშვილი, ნანი ჩიქვინიძე, ნანული სარაჯიშვილი, ეთერ თათარაიძე, მანანა მენაბდე, ამირან არაბული, ალეკო შუღლაძე, დიმიტრი ღვთისიაშვილი და სხვები.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე