"კატეგორიულად მიუღებელია მთავარსარდლის მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადების გაკეთება"
loader

Breaking news

"კატეგორიულად მიუღებელია მთავარსარდლის მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადების გაკეთება"

  • კატეგორიულად მიუღებელია მთავარსარდლის მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადების გაკეთება

თბილისი: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯართან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება.

"გუშინ გავეცანით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც არის კატეგორიულად მიუღებელი, ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები - ეს მინდა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს. რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია საქართველოს მთავარსარდლის მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადების გაკეთება, მე არ ვიცი რას გულისხმობდა პრეზიდენტი, ალბათ, საჭიროებს მეტ კონკრეტიკას და განმარტებას საჭიროებს, მაგრამ მე როგორც თავდაცვის მინისტრმა მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები, დიდება ჩვენს სამხედროებს, მე როგორც თავდაცვის მინისტრი გავაკეთებ ყველაფერს, რომ ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურიც. გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიას განმარტებით, რეგიონში საქართველოს თავდაცვის ძალები შეიარაღებითა და მოდერნიზაციით ერთ-ერთი სერიოზული თავდაცვის ძალებია.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე