2020 წელს საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას "ღირსეული პარტნიორი“ მეხუთედ უმასპინძლებს
loader

Breaking news

2020 წელს საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას "ღირსეული პარტნიორი“ მეხუთედ უმასპინძლებს

  • 2020 წელს საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას ღირსეული პარტნიორი მეხუთედ უმასპინძლებს

თბილისი: 2020 წელს საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „ღირსეული პარტნიორი“ (Nobel Partner) უკვე მეხუთედ უმასპინძლებს.

საერთაშორისო წვრთნა სექტემბერში ვაზიანის სხვადასხვა სასროლეთზე გაიმართება და მასში რამდენიმე სიახლის ჩართვაც იგეგმება. Noble Partner 2020-ში საველე სწავლების პარალელურად პირველად ჩატარდება მრავალეროვნული ბრიგადის დონის საშტაბო-სამეთაურო სწავლება, რომელიც მხარდაჭერილი იქნება სიმულაციური გათამაშებით. სწავლებაში დამატებული იქნება ასევე, ისეთი ახალი მიდგომები, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, საინფორმაციო ოპერაციებისა და ელექტრონული ბრძოლის საწინააღმდეგო ელემენტების ჩართულობა.

"ღირსეული პარტნიორი 2020“-ის მთავარი გზავნილია „ძალა პარტნიორობაშია“. მრავალეროვნული სწავლების მიზანი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ნატოს ძალებთან და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდა, მრავალეროვნული, რეგიონული და ერთიანი პარტნიორობის შესაძლებლობების ჩამოყალიბება და განვითარება, ასევე ლოგისტიკური და ოპერატიული დაგეგმვისა და აღსრულების ასპექტების დახვეწაა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე