საფრანგეთის პოლიციამ მომიტინგეები ცრემლსადენი გაზით დაშალა
loader

Breaking news

საფრანგეთის პოლიციამ მომიტინგეები ცრემლსადენი გაზით დაშალა

  • საფრანგეთის პოლიციამ მომიტინგეები ცრემლსადენი გაზით დაშალა

კიევი: საფრანგეთში ანტისამთავრობო აქციაზე ქალაქ ნანტში პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

უცხოური მედიის ცნობით, ქალაქში ასევე პოლიციას და რადიკალურ დაჯგუფება Black Blocs-ს შორის შეტაკება მოხდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და დემონსტრანტების დაკავება დაიწყეს.

ამ დროისთვის ასევე ცნობილია, რომ პოლიციამ პარიზში 60-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

დღეს საფრანგეთში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. ეს ბოლო პერიოდში ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური გაფიცვაა.

მასშტაბურ დემონსტრაციაში სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლები, მათ შორის  მასწავლებლები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, სამართალდამცველები, სასამართლოს წარმომადგენლები, ექიმები და ავიადისპეჩერები მონაწილეობენ.

საფრანგეთში მორიგი მასშტაბური აქციები ნოემბრიდან დაიწყო.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე