"მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ შეუქმნას განსაკუთრებული პირობები ისეთ საწარმოებს, რომლებიც საქმიანობენ მაღალმთიან რეგიონებში"
loader

Breaking news

"მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ შეუქმნას განსაკუთრებული პირობები ისეთ საწარმოებს, რომლებიც საქმიანობენ მაღალმთიან რეგიონებში"

  • მნიშვნელოვანია სახელმწიფომ შეუქმნას განსაკუთრებული პირობები ისეთ საწარმოებს რომლებიც საქმიანობენ მაღალმთიან რეგიონებში

თბილისი: მისასალმებელია მთავრობის მხრიდან ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც წაახალისებს და ხელს შეუწყობს საწარმოების რეგიონებში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში საქმიანობას, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ანგურიძე წერს.

"მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ შეუქმნას განსაკუთრებული პირობები ისეთ საწარმოებს, რომლებიც საქმიანობენ მაღალმთიან რეგიონებში. რადგან ასეთი საწარმოების სტიმულირებით ხელი ეწყობა ადგილზე მოსახლეობის გამაგრებასა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. რაც გამოიხატება მოსახლეობის დასაქმებაში, პროდუქციის წარმოებაში და ადგილზე დამატებული ღირებულებების შექმნაში. ასეთ საწარმოებს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად ექნებათ შესაძლებლობა ადგილზე წარმოებული პროდუქცია გაყიდონ, როგორც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ასევე საზღვარგარეთ გაიტანონ ექსპორტზე.

იმისათვის, რომ გქვონდეს მაღალი ინკლიზიურობა და რეგიონული განვითარება, მისასალმებელია მთავრობის მხრიდან ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც წაახალისებს და ხელს შეუწყობს საწარმოების რეგიონებში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში საქმიანობას", - წერს ანგურიძე.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე