"ჩემ დაძახებაზე ის ნახევარი მილიონი ქართველი გამოვა თოფით, თუ რა იქნება?!"
loader

Breaking news

"ჩემ დაძახებაზე ის ნახევარი მილიონი ქართველი გამოვა თოფით, თუ რა იქნება?!"

  • ჩემ დაძახებაზე ის ნახევარი მილიონი ქართველი გამოვა თოფით თუ რა იქნება

თბილისი: რევოლუცია თუ მოხდება, ამის ავტორი იქნება ბიძინა ივანიშვილი, ყოველთვის ხელისუფლება აგებს პასუხს შექმნილ ვითარებაზე, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ გადაცემა "პოლიტმეტრში“ განაცხადა.

მისი თქმით, ტელეკომპანია „კავკასიაში“ პოლიციელებზე გაკეთებული განცხადება იყო გაფრთხილება და არა მუქარა.

"რა ვთქვი გაუგებარი? თუ ხელისუფლება გადავა ტერორზე, დაიწყებს ხალხის ხოცვას, აბა როგორ იქნება?! ეს არ იყო მუქარა, გაფრთხილება გავაკეთე. მოდით, ლოგიკას გავყვეთ. ჩემ დაძახებაზე ის ნახევარი მილიონი ქართველი გამოვა თოფით, თუ რა იქნება?! მე ვარ იმათი გამომყვანი? რევოლუცია თუ მოხდება, ამის ავტორი იქნება ბიძინა ივანიშვილი. ყოველთვის ხელისუფლება აგებს პასუხს შექმნილ ვითარებაზე. რამე ახალს ვიგონებ?

თუ ხელისუფლება იწყებს ტერორს, თუ ხელისუფლება გადადის მშვიდობიანი მომიტინგეების ხოცვა-ჟლეტაზე, მაშინ ხალხს რა რჩება? თუ პოლიცია არ იქცევა სწორად…პოლიცია არ არის მხარე? როცა ლაშა ჩხარტიშვილს იჭერს, მართლა ღვთისნიერ ადამიანს, იშვიათად შემხვედრია ასეთი წესიერი ადამიანი, ლობიოს მაღლა ასვრისთვის რომ იჭერ, როდესაც მცხეთაში წაქცეულს ფეხებს ურტყამენ ეს ძალათ ვაჟკაცი ბიჭები?! პოლიცია მხარე არ არის?! მე ყველას არ ვგულისხმობ. პატრულთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, რომელიც პირნათლად მუშაობს. როცა პოლიციაზე ვლაპარაკობ ამათზე ვლაპარაკობ, ეს ქართული პოლიციაა თუ ბიძინას პოლიციაა?! რამე გამოვიგონე? გაფრთხილებას ვაკეთებ და ვიმეორებ, ბიძინა ხელი არ წაგიცდეს და ვიღაცა არ შემოგაკვდეთ ქუჩაში, თორემ უმართავი პროცესები იქნება.

დღეს ხელისუფლებაში არიან პოლიტიკურად ჭყინტი ხალხი და არ გამოუცდიათ ეს. მე და ჩემმა მეგობრებმა ყველაფერი ვნახეთ ამ ქვეყანაში. რა ტყვიაც ესროლეს საქართველოს, ყველა ტყვია ჩვენ და ჩვენ თაობას მოგვხვდა. ამიტომ, პასუხისმგებლობა ჩვენზეა და წინასწარ გაფრთხილებას ვაკეთებ. კონტრაქციები არის ხელისუფლების ბოლო სტადია. ოპოზიცია სრული დაძაბვით არ მოქმედებს. სრულ კონცენტრირებას არ აკეთებს, თავს არიდებს სამოქალაქო დაპირისპირებას. აქციები არის მშვიდობიანი. სახელმწიფო გადატრიალებას რომ გვტენიან? ვინ იყო ინიციატორი 20 ივნისის? რა უნდოდა რუსის კაცს ზვიად გამსახურდიას სავარძელში? ვინ ჩამოიყვანა ანტიქართველი? რომელიც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრებით ებრძვის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

რაც შეეხება პოლიციელებზე თითქოს და ჩემი მხრიდან მუქარას, გომურის თვალის წამომგდები პოლიციელი არ უნდა წავიდეს ციხეში? ვანო მერაბიშვილი რატომ ზის ციხეში? 26 მაისისთვის ხომ? ამას ვამბობ, ფრთხილად იყავით, ჭკუას მოუხმეთ ძვირფასო პოლიციელებო, ემანდ შარში არ გაეხვიოთ“,- განაცხადა სანიკიძემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე