თბილისი: ხულოში, დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან ხმაური იყო. ერთმანეთს არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ აქტივისტები და "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.
აქციის მონაწილეებმა ანზორ ბოლქვაძის კაბინეტში შესვლა სცადეს, თუმცა ბიუროს თანამშრომლებმა და ქართული ოცნების მხარდამჭერებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. ისინი აქციის მონაწილეებს ცოცხებით დახვდნენ.
"ქართული ოცნები“ ნაცვლად „ქურდული ოცნება“ და მაჟორიტარის ნაცვლად, მონა, დღეიდან ანზორ ბოლქვაძეს ჰქვია სახელი – მონა, ის არის ბიძინა ივანიშვილის მონა“,- განაცხადა „ალტერნატივას“ წევრმა ხათუნა ბერიძემ.
ბიუროს შენობაში იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, რომლებმაც აქციის მონაწილეები გარეთ გაიყვანეს, რასაც შელაპარაკება მოჰყვა.