"ნულოვანი პერსპექტივა აქვს, მაგრამ მე ამას არ ვუშვებ, იმიტომ რომ ჩვენ სასამართლო არ გვაქვს"
loader

Breaking news

"ნულოვანი პერსპექტივა აქვს, მაგრამ მე ამას არ ვუშვებ, იმიტომ რომ ჩვენ სასამართლო არ გვაქვს"

  • ნულოვანი პერსპექტივა აქვს მაგრამ მე ამას არ ვუშვებ იმიტომ რომ ჩვენ სასამართლო არ გვაქვს

თბილისი: თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას, „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიასა და "ინტერმედია პლუსის“ დირექტორ ზურაბ იაშვილის ბრალდების საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

"ნულოვანი პერსპექტივა აქვს, მაგრამ მე ამას არ ვუშვებ, იმიტომ რომ ჩვენ სასამართლო არ გვაქვს ამ ქვეყანაში. საერთოდ, აღარანაირი ხელისუფლების შტო არ გვაქვს. ხელისუფლების ყველა შტო არის ისეთი, როგორიც არის სასამართლო, უფუნქციო და გაუქმებული. ერთი ადამიანი მართავს ქვეყანას და ეს ერთ ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი არის ხელისუფლების უზურპატორი. რეალურად, არც ერთ ხელისუფლებას არ წარმოადგენს ფორმალურად, მაგრამ რეალურად, ის არის ერთადერთი, ვინც წარმოადგენს ყველა ხელისუფლებას. მოსამართლეც კი, რომელიც რიგით სასამართლო საქმეს იხილავს, ისიც ბიძინა ივანიშვილია“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი კი აცხადებს, რომ განსახილველი საქმე საერთოდ არ მიეკუთვნება პროკურატურის კომპეტენციას.

"ეს არ არის სისხლის სამართლის სფეროს შემადგენელი ნაწილი. ეს მაქსიმუმ, შეიძლება ყოფილიყო სამოქალაქო დავის საგანი და ბუნებრივია, ვერც ვერანაირი მტკიცებულება ვერ იარსებებს, რაც დაადასტურებდა თუნდაც პირის ბრალეულობას“ - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე